გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ელოდება

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება - ობიექტური და იმსახურებდეს ნდობის მაღალ ხარისხს, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წლისთავს.

მისი თქმით, პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა შედეგი იყოს ობიექტური და სანდო.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და განაცხადა, რომ კარგად ესმის თუ რატომ არ არის გატარებული ღონისძიებები გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის ნუგეში.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ამ ტრაგედიის გამო მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. მე არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა, კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, სხვადასხვა კომუნიკაციების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება - ობიექტური და იმსახურებდეს ნდობის მაღალ ხარისხს. ამისთვის პოლიცია აკეთებს ყველაფერს და პოლიცია გააკეთებს ყველაფერს. თუმცა, მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში. ისიც კარგად მესმის, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო - არ არის ნუგეში არც ნათესავებისთვის და არც მშობლებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ის შედეგი იყოს, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ელოდება" - გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება