ღამის ავტობუსებით 40-მდე მგზავრი სარგებლობს

თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს, - ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება.

„დეკემბრის ბოლოს გვინდა ამოვიღოთ მონაცემები, რადგან ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ითვლის როგორი დატვირთვა იყო. გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის მიმართულებაზე, რადგან ამ მიმართულებით არაფერი მოძრაობს ღამის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუს ტბაზე რამდენიმე დაწესებულებაა. ასევე, საინტერესოა ლისის მიმართულება, ამიტომ ეს შეიძლება იყოს ცალკე ხაზი. ძვირი სიამოვნება იქნება, უბრალოდ ავტობუსი რომ გავუშვათ დაკვირვების გარეშე, ამიტომ გვინდა, სარგებლიანი იყოს ქალაქისთვის და ფული არ დაიფანტოს.

222 ნომერი რეგულარულად მოძრაობს პარასკევს და შაბათს, რადგან ამ დღეებში ყველაზე მეტი დატვირთვაა. რასაც ვუყურებთ ძირითადად, ერთიდაიგივე ადამიანები დაყვებიან, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობენ, დაახლოებით, 30-40 ადამიანი. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ტურისტებთან, რომ მათაც გაიგონ ამ ავტობუსის არსებობის შესახებ. ამ ეტაპზე ეს კომუნიკაცია არ გვაქვს, რასაც ზაფხულის პერიოდში მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ღამის ავტობუსი 22 სექტემბრიდან მოძრაობს. 222 ნომერი ავტობუსი მეტრო „ახმეტელიდან“ მეტრო „ვარკეთილამდე“ ღამის 01:00 საათიდან, 06:00 საათამდე მოძრაობს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ