გალფი გორში კიდევ ერთ კალათბურთის მოედანს გახსნის

დღეს, 5 დეკემბერს 11:00 სთ-ზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ზაზა ფაჩულიას სახელობის რიგით მეორე საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საკალათბურთო მოედანი ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით შენდება.

მოედანი აღიჭურვება თანამედროვე, პროფესიონალური საფარით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ოთხმხრივ მემორანდუმს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გალფს შორის. ღონისძიებას დაესწრო შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და კომპანია ,,გალფის" წარმომადგენლები.

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო