07.07.2025 / 08:38
"რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის ადვოკატი - მტკიცებულება არ არსებობს, რომ ნუგზარ ჯანჯღავამ ვინმესგან თანხა აიღო და  გია თვალავაძეს გადასცა

ბუნებაში არ არსებობს კონკრეტული, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნუგზარ ჯანჯღავამ ვინმესგან აიღო კონკრეტული ოდენობის თანხა და გადასცა გია თვალავაძეს. პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე,- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ჯანდაცვის სამინისტროს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, ნუგზარ ჯანჯღავას ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრებს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარამაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, აფციაური უარყოფს.

„ბრალდების მხარეს ჰკითხეთ, როგორ დაიანგარიშეს, მე ვანგარიშობ და ვერ დავიანგარიშე, ზეპირად ამბობენ, ასე - 13 000. მტკიცებულება არაფერია, გარდა იმ მოწმეების ჩვენებებისა, რომელთაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები", - აცხადებს აფციაური.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარამაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს