საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია ეწვია

საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის მისია საქართველოს "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით სტუმრობს.

„ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მოადგილესთან, რუფიზ ჩირაგზადესთან, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და "საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

განიხილეს საქართველოს კანონონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძამზე, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლად მოსაწყობი თეძამის წყალსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, 25 საირიგაციო სისტემის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წყლის ტარიფების (მათ შორის ტექნიკური და ჰესებისთვის) გაანგარიშების დაფინანსების საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყანას გაუწიონ გარკვეული დახმარება და განიხილონ ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსების საკითხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა