რუსთავში ავტომომსახურების ჯიხურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დარაჯი დაშავდა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,სანიტარის" ავტომომსახურების ჯიხურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დარაჯი დაშავდა. 67 წლის მამაკაცმა ხანძრის შედეგად ხელის მტევნისა და ზურგის არეში დამწვრობა, ასევე კვამლის შედეგად ინტოკსიკაცია მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა