ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი პრემიერს მიმართავს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს უყურადღებობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამის გია ჩაჩუას განცხადებით, ორ კვირაზე მეტია შავლეგო ტაბატაძეს, როგორც გენერალს, შეხვედრას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროს მამა ირწმუნება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს.

„ორი კვირის წინ ვთხოვე დახმარება იმერეთის გუბერნატორს, მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ ვერ ნახა დრო, რომ შვილმკვდარ მამას შეხვედროდა და გაეგო რას ვითხოვთ. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მოკლულია", - განაცხადა გია ჩაჩუამ.

მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, არ სურდათ თემის არჩევნებამდე გაჟღერება, რომ მას პოლიტიკური ხასიათი არ მისცემოდა, თუმცა არჩევნების შემდეგაც არ მოხდა შეხვედრა.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათთან განცხადებით მიმართვა არ მომხდარა. ამასთან დაკავშირებით კი ადვოკატი აღნიშნავს, რომ შეხვედრის შესახებ მოთხოვნა მედიით გავრცელდა და გუბერნია უნდა დაინტერესებულიყო ამ მიმართვით.

შეგახსენებთ, 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.

იხილეთ ვიდეო: ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი პრემიერს მიმართავს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი პრემიერს მიმართავს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს უყურადღებობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამის გია ჩაჩუას განცხადებით, ორ კვირაზე მეტია შავლეგო ტაბატაძეს, როგორც გენერალს, შეხვედრას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროს მამა ირწმუნება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს.

„ორი კვირის წინ ვთხოვე დახმარება იმერეთის გუბერნატორს, მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ ვერ ნახა დრო, რომ შვილმკვდარ მამას შეხვედროდა და გაეგო რას ვითხოვთ. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მოკლულია", - განაცხადა გია ჩაჩუამ.

მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, არ სურდათ თემის არჩევნებამდე გაჟღერება, რომ მას პოლიტიკური ხასიათი არ მისცემოდა, თუმცა არჩევნების შემდეგაც არ მოხდა შეხვედრა.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათთან განცხადებით მიმართვა არ მომხდარა. ამასთან დაკავშირებით კი ადვოკატი აღნიშნავს, რომ შეხვედრის შესახებ მოთხოვნა მედიით გავრცელდა და გუბერნია უნდა დაინტერესებულიყო ამ მიმართვით.

შეგახსენებთ, 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.

იხილეთ ვიდეო: ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი პრემიერს მიმართავს

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია