ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება

2019 წლის 1-ელი ივლისიდან GMP-ის ნაციონალურ ინსპექტორებს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინსპექტირების გავლა მომავალი წლიდან ნებაყოფლობითი იქნება, 2020 წლიდან კი სავალდებულო გახდება.

ამასთან, GMP-ს 5 ნაციონალურ ინსპექტორს უფლებამოსილება ექნება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები და მწარმოებლებს GMP-ის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიანიჭონ.

„მედიკამენტის მაღალი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის შესაძლებელი იყოს შედარებით იაფი, მაღალხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება. საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. კერძოდ, ხორციელდებოდა მისი ლაბორატორიული და არჩევით კონტროლი, ხოლო წარმოების ფაზა რეალურად, საერთაშორისო სტანდარტებთან არ ფასდებოდა. ჩვენ გადავწვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და საერთაშორისო სტანდარტი, რომლის აბრევიატურა არის GMP, ანუ კარგი წარმოების პრაქტიკა, დაგვენერგა ადგილობრივ წარმოებაში, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. დღეს უკვე გვყავს მომზადებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ინსპექტირების ჩატარება“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, კომპანიები, რომლებიც ინსპექტირებას 2019 წელს არ გაივლიან, 2020 წლიდან, როდესაც აღნიშნული პროცედურა სავალდებულო გახდება, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ.

„კომპანიას, რომელსაც ექნება სურვილი, რომ 2020 წლამდე, წინსწრებით მიიღოს ეს სერტიფიკატი, უნდა გაიაროს ძალიან დეტალური ინსპექტირება. ეს პროტოკოლი გაწერილია. თუ 2019 წლის განმავლობაში ისინი ამ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, უბრალოდ არ მიენიჭებათ GMP სერტიფიკატი, ხოლო 2020 წლიდან, როდესაც სავალდებულო გახდება, ისინი უბრალოდ, ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ თუ ეს სერტიფიკატი ვერ მიიღეს“ , - აღნიშნა სერგეენკომ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ