დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას შეეხო.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ხაზი გაუსვეს ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიებში. აღინიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. აღინიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, მომავალ კვირას, 11-12 დეკემბერს, დაგეგმილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდის გამართვა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს