თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც ძალაში მომავალი წლის ოქტომბრიდან შევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განუცხადა, საკითხს სხდომაზე წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ახალი რეგულაციებით იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია - "ა" და "ბ" კატეგორიის.

„ა" კატეგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ასევე, ასეთი ტაქსები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლდებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება "ბ" კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეგულაციის პირველი ეტაპი აგვისტოდან დაიწყო და იგი მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზიის აღებას ითვალისწინებდა.

იხილეთ ვიდეო: ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები - განხილვა თბილისის საკრებულოში

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც ძალაში მომავალი წლის ოქტომბრიდან შევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განუცხადა, საკითხს სხდომაზე წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ახალი რეგულაციებით იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია - "ა" და "ბ" კატეგორიის.

„ა" კატეგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ასევე, ასეთი ტაქსები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლდებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება "ბ" კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეგულაციის პირველი ეტაპი აგვისტოდან დაიწყო და იგი მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზიის აღებას ითვალისწინებდა.

იხილეთ ვიდეო: ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები - განხილვა თბილისის საკრებულოში

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს