მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების თემაზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად პრაქტიკულ სავარჯიშოებში ჩაერთნენ და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის (E Pluribus Unum) მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

პროკურატურის განცხადებით, სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ასევე, განიხილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეები, ვადები, შეწყვეტისა და შეჩერების საფუძვლები, მოპოვებული მასალის განადგურების წესი. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განხორციელებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, იმუშავეს გუნდურად და იმსჯელეს მომხსენებლების მიერ შეთავაზებულ კაზუსებზე.

„ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს