კოლიერსის მიერ რეალიზებული საინვესტიციო მიწის ნაკვეთების ჯამურმა ფართობმა 500,000კვ.მ-ს გადააჭარბა

უძრავი ქონების კატეგორიებიდან წლებია აქტუალობას არ კარგავს მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ უბნებში მიწები დეფიციტურია, აქედან გამომდინარე, ხშირად რთულია იპოვო მიწა სასურველი ლოკაციის, ზომის და ფასის კომბინაციით. ძიების პროცესში მნიშვნელოვანია გვერდით სანდო და გამოცდილი პარტნიორის ყოლა.

Colliers International Georgia-ს 2014 წლიდან დღემდე 500,000 კვადრატული მეტრი საინვესტიციო უძრავი ქონება აქვს რეალიზებული. კოლიერსი კვარტლურად ახორციელებს ტრანზაქციების ანალიზს, რაც თითოეული გარიგების დეტალურ შესწავლას გულისხმობს. შედეგად, კომპანია ფლობს ბაზრის ამომწურავ ცოდნას, რაც ობიექტურ ხედვას უქმნის საბაზრო ფასების, მოთხოვნადი უბნების და ტენდენციების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით, კოლიერსის ბაზაში 300-მდე მიწის ნაკვეთია. ამ აქტივების ერთობლიობა ქმნის ყველაზე დიდ პორტფელს საქართველოში, რომელიც კომპანიის ხუთწლიანი მუშაობის შედეგია. აღნიშნული მიწების ბაზა აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების, ზომის და ლოკაციის მიწის ნაკვეთებს, რაც ნებისმიერი მყიდველის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

კოლიერსის საერთაშორისო სტატუსი და მისი გუნდის გამოცდილება ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რის გამოც კავკასიის რეგიონალური ბაზრით დაინტერესებული გარე ინვესტორებისთვის კოლიერსი პირველი შეხების წერტილია საქართველოში.

კოლიერსი ყოველდღიურად მუშაობს მიწების ბაზის გაუმჯობესებაზე და განსაკუთრებით აქტიურად იწყებს პატარა ზომის (1000კვ.დან) მიწის ნაკვეთების ასორტიმენტის გაზრდას. კოლიერსის ერთიანი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა მცირე ზომის მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის, უძრავი ქონების უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებზე სარეალიზაციოდ.

Colliers International Georgia N12 მ.ალექსიძის ქუჩა King David Business Center +995 32 2 220 322 georgia@colliers.ge

(R)

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა