კომპანია, რომელიც შემოვიდა ბაზარზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საქართველოში მაღალია, ხშირად კი ამის გამომწვევ მიზეზად ავტომობილების გამონაბოლქვი სახელდება. არაერთი დაავადების გამომწვევ მიზეზს მთელი მსოფლიო ებრძვის, საქართველოში კი 2018 წლიდან ახალი ჰოლდინგი „ეკო კაპიტალი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს გამართული ავტომობილებით მოამარაგებს და დაიცავს მაღალ სტანდარტს. კომპანიის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს დაბინძურების მაღალი მაჩენებელის შემცირებაში.

ჰოლდინგი სამ კომპანიას: „ეკო რენთს“, „ეკო ლიზინგს“ და „ეკო ქებს“ აერთიანებს.

„ეკო ლიზიგნი“ (www.ecoleasing.ge)საშუალებას აძლევს ტაქსის მძღოლებს, ჰყავდეთ ჰიბრიდული ტიპის ავტომობილი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მფლობელობაში გადავა.

„ეკო რენთ“ სოციალური მომსახურების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების გაქირავების სერვისს სთავაზობს. ვებ გვერდის საშუალებით ყველა მსურველს შეეძლება www.ecorent.ge -ზე დაათვალიეროს ავტომობილები და გააკეთოს ჯავშანი.

რაც შეეხება, კომპანია „ეკო ქებს“ - იგეგმება აპლიკაციის შექმნა, რომელიც სატაქსო მომსახურებას გაამარტივებს.

ჰოლდგინგის მფლობელობაში ამ ეტაპზე ასზე მეტი მანქანაა, თუმცა იდეის განხორციელება კომპანიის დირექტორმა ორი ავტომობილით დაიწყო. სამომავლოდ კომპანიის მიზანია, რომ მისი ყველა ავტომობილი იყოს ელექტრო და ჰიბრიდული ტიპის. ბიზნესის წარმატებას არ დაჭირდა სხვადასხვა სახის პიარ კამპანია, ეს კი ბაზარზე მისი არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ეკოლოგიური გარემოს შექმნას „ეკო კაპიტალი“ მაღალი მომსახურეობის დონითა და დაბალი ფასებით ცდილობს.

(R)

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში