ზემო აჭარაში ტბელობა აღინიშნა

ხულოში სახალხო დღესასწაულ „ტბელობაზე“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოგვიანებით, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობა შეაფასა.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

„ტბელობა“ ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება და ადგილობრივებმა იგი ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს.

სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწედ ითვლება. მის მიერ საუკუნეების წინ შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, დღესაც აქტუალურია. ეს არის ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხილულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია