მგზავრების ინფორმაციით, კიევი-თბილისის რეისის ყველა მამაკაც მგზავრს პასპორტები ჩამოართვეს და დამატებით ამოწმებენ

კიევი-თბილისის რეისის მგზავრთა ნაწილს თბილისის აეროპორტში მესაზღვრეებმა პასპორტები ჩამოართვეს და ახლა მათ დამატებით შემოწმება უტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, შემოწმება მხოლოდ მამაკაცებს უტარდებათ, ხოლო ქალების შემოშვება უპრობლემოდ განხორციელდა. მგზავრის ინფორმაციით, დამატებითი შემოწმების მიზეზები მისთვის უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მგზავრები, რომლებსაც საბუთები ჩამოართვეს, მეორად ინსპექტირებას გადიან.

„ეს არის მეორადი ინსპექტირება, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პროცედურა. მესაზღვრეები უსვამენ მათ კითხვებს, გაივლიან შემოწმებას და ჩვეულებრივ შემოვლენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“ - აცხადებენ უწყებაში.

რეისი კიევი -თბილისი ადგილობრივი დროით 16:10 საათზე ჩამოფრინდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა