კრისტიან ურსეს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის რადიკალიზაცია და სიძულვილის ენის გამოყენება

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ჟღერს სიძულვილის ენა, ხანდახან არის რადიკალური დისკურსი და ქმედებები, რომელიც ადამიანის უფლებების დარგში უფრო მეტი ძალისხმევის ჩადებას საჭიროებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართული ღონისძიების დაწყებამდე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

კრისტიან ურსეს განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმარულებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ომბუდსმენისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.

„თავდაპირველად, მინდა, დადებითი რამ ვთქვა: სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სიცოცხლისუნარიანი, ძალიან აქტიური. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ თავიანთ დარგში. იციან, რაზე მუშაობენ, იციან, რას დაუჭირონ მხარი. აგრეთვე, მეორე დადებითი მხარე არის ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ძალიან აქტიურად მუშაობს და ევროსაბჭო ამ ინსტიტუტს გაძლიერებაში ეხმარება. აგრეთვე, გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დარგში საკმაოდ გარკვეულები არიან და უნდა ითქვას, რომ იმ დადებით ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანის უფლებების მიმართულებით იქნა მიღწეული, ძირითადად, ამ მხარეებს უნდა ვუმადლოდეთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხები, რომლებზეც საქართველომ მუშაობა კვლავ უნდა გააგრძელოს. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ჟღერს სიძულვილის ენა, არის ხოლმე რადიკალური დისკურსი და ისეთი ქმედებები, რომელიც ამ დარგში უფრო მეტი ძალისხმევის ჩადებას საჭიროებს”, - განაცხადა კრისტიან ურსემ.

მისივე შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის რადიკალიზაცია და სიძულვილის ენის გამოყენება.

„რაც შეეხება არჩევნებს, მრავალი დამკვირვებლის აზრით, საარჩევნო გარემო ძალიან კონკურენტული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ნაკლოვანებები, გამოწვევები და ხარვეზები, რადიკალიზაცია, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, ისეთი გარემო, რომელიც ჯანსაღ დებატებს ხელს არ უწყობდა და ამიტომ ამ საკითხებს ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ეს განსაკუთრებით ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ომბუდსმენის ოფისსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს”, - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ