„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია" – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამაა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიუნსტერის უნივერსიტეტთან ერთად მოიპოვა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტი, რომლის ფარგლებშიც 10 სადოქტორო საფეხურის სტუდენტი დაიცავს დისერტაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თემატიკაზე.

პროგრამა დოქტორანდებს ორმაგ სადოქტორო პროექტებს (ე. წ. კოტიუტელის პროგრამას) შესთავაზებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თითოეული დოქტორანტი სწავლისა და კვლევის დროის ნახევარს თბილისში გაატარებს, ხოლო მეორე ნახევარს – მიუნსტერში.

„კონკურსი სტუდენტების პროგრამაზე მისაღებად 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ამასთან პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, დაიწყება მიუნსეტერისა და ილიაუნის ერთობლივი გამოცემების სერია სახელწოდებით - „გერმანულ-ქართული წელიწდეული".

ქართული მხარიდან პროგრამას ილიაუნის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია უხელმძღვანელებს, ხოლო გერმანული მხარიდან – მიუნსტერის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი მიქაელ ქვანტე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს