პროკურატურა  თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის უვადო პატიმრობის მისჯაზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის უვადო პატიმრობის მისჯაზე ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ოჯახის წევრის სისტემატურ ცემაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში და ქონების განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ვ.ბ დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული თ.ბ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ.ბ.-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ. მასთან დაშორებას ფიქრობდა და თავს არიდებდა. 2018 წლის 27 თებერვალს ვ.ბ. ავტომანქანით მივიდა ნ.გ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლთან და დალაპარაკების მიზნით ავტომანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, შემდეგ კი ვაშლიჯვარში, მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილზე მიიყვანა. შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ განაწყენებულმა ვ.ბ.-მ მასთან თანაცხოვრებაზე ნ.გ.-ს იძულება გადაწყვიტა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხელ-ფეხი თოკით შეუკრა, გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში მდებარე ე.წ. „აგარაკებზე“ მიიყვანა და სცემა. იძულების შედეგად 2018 წლის 2 აპრილს, ნ.გ.-მ მასთან ქორწინების რეგისტრაცია მოახდინა. მათი ქორწინების შესახებ ნ.გ.-ს შვილებმა - თ.გ.-მ და თ.გ.-მ გაიგეს და რადგან მათ იცოდნენ, რომ ვ.ბ. სისტემატურად ძალადობდა ნ.გ.-ზე, დედას დაუყოვნებლივი განქორწინება მოსთხოვეს. აღნიშნული ცნობილი გახდა ვ.ბ.-სთვის, რის გამოც მან მათთვის ზიანის მიყენება გადაწყვიტა. 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე ვ.ბ. ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩა N77, ნ.გ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში მივიდა, სადაც ცოტა ხანი დაჰყო. მოგვიანებით სახლიდან გავიდა, ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი შეიძინა და უკან დაბრუნდა, კარადიდან ნ.გ.-ს და მისი შვილების ტანსაცმელი გამოიღო და შურისძიების მიზნით, სამზარეულოში აღებული დანით მათი დაჭრა დაიწყო. ვინაიდან აღნიშნული დანით ტანსაცმლის დაჭრა ვერ მოახერხა, მან თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ნ.გ-ს ბინაში დიდი ზომის დანა აიტანა და ტანსაცმლის დაჭრა განაგრძო, რა დროსაც, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლში მისი გერი, ნ.გ.-ს შვილი - თ.გ. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა. ვ.ბ.-მ მას მოსთხოვა აეხსნა, თუ რატომ იყო წინააღმდეგი მისი და ნ.გ.-ს თანაცხოვრების, აღნიშნულზე ვ.ბ. და თ.გ. შეკამათდნენ, რა დროსაც ვ.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, თ.გ.-ს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 32 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ბ.-მ გვამი ასევე ბავშვების თვალწინ საპირფარეშოში გაიტანა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ.ბ. გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მას მომხდარის შესახებ მოუყვა. მიუხედავად იმისა, რომ თ.ბ.-სთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ვ.ბ. და თ.ბ. 2018 წლის 13 აპრილს სოფელ თელეთში დააკავეს. ვ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, 111,150 მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.ბ.-ს 376-ე მუხლით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ.-ს უვადო, ხოლო თ.ბ.-ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს