მაკდონალდსი საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს

სამომხმარებლო ტრენდებს შორის, საკვების ადგილზე მიტანის სერვისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

საქართველოში, რესტორნების უდიდესი ქსელი - მაკდონალდსი, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საკვების ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს. პირველ ეტაპზე, მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი, მომდევნო თვეებში კი სერვისი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაინერგება.

ადგილზე მიტანის სერვისის დასანერგად, მაკდონალდსმა პარტნიორობა დაიწყო ესპანურ ტექნოლოგიურ სტარტაპ Glovo-სთან, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მაკდონალდსი მუდმივად ცდილობს ინოვაციების და ტექნოლოგიების საშუალებით მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და ახალი სერვისის დანერგვაც სწორედ მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

როგორც საქართველოს მაკდონალდსის გენერალურმა მენეჯერმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა, ეს სტრატეგიული ნაბიჯი განაპირობა დიდმა მოთხოვნამ და კომპანიის მუდმივმა სწრაფვამ ინოვაციებისკენ: „მოხარულები ვართ რომ Glovo-სთან თანამშრომლობით, მიტანის სერვისი რეალობად ვაქციეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ჯერ თბილისს, შემდეგ კი სხვა ქალაქებსაც შევთავაზოთ ახალი ტიპის გამოცდილება.“

შეკვეთის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის. მომხმარებლებს საყვარელი საჭმლის შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს დილის 11:00 საათიდან შუაღამემდე შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაო საათების გახანგრძლივებაც 03:00-მდე. ამ ეტაპზე სერვისი უკვე მოქმედებს სპორტის სასახლის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, წერეთლის, დიღმის, გლდანის და ისთ-ფოინთ/ვარკეთილის მაკდონალდსებში. Glovo-ს გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით გადაიხადონ.

„Glovo-ს გუნდი მოხარულია, რომ მაკდონალდსის მომხმარებლებისათვის ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს. კომპანია უკვე 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ამ მომსახურებაში ყველაზე სწრაფი, სანდო და ხარისხიანია. ოპერაციების მიმართულებით მაკდონალდსის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ძალიან ვამაყობთ რომ საქართველოს ბაზარზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად მათ არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერეს“, – აცხადებს გიგა ქერქაძე, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში.

Glovo-ს უფასო აპლიკაცია Google Play-სა და App Store-ზეა ხელმისაწვდომი.

ინფორმაცია მაკდონალდს საქართველოს შესახებ:

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.

ინფორმაცია Glovo-ს შესახებ:

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათ შორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი(ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაა შესრულებული, მომსახურების საშუალო დრო კი 35 წუთზე ნაკლებია.

ეს აპლიკაცია ერთგვარი ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი.

პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები,

Glovo-ს ქსელში 12000-ზე მეტი პარტნიორი კურიერია გაწევრიანებული, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისში კი კომპანიას 800-ზემეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

Glovo ქართულ ბაზარზე 2018 წლის 9 ოქტომბრიდან ოპერირებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა