აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ასამბლეა „დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა“ იმართება

საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეის ,,დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა“ ოფიციალური გახსნის სესია მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან“ აცნობეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეაზე, რომელიც 10-12 დეკემბერს თბილისში ჩატარდება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან) სამოქალაქო საზოგადოების 200-ზე მეტი წარმომადგენელია მიწვეული.

ამასთან, ღონისძიებაზე ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 30-ზე მეტი მთავრობის ოფიციალური პირი, მსოფლიოში ცნობილი მიმომხილველი და მომხსენებელი შეიკრიბება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებში თომას ბუხსბაუმი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი (ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთვება) სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

საერთაშორისო მიმომხილველები, მათ შორის, ბილ ბრაუდერი (ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთვება), მეთიუ კარუანა გალიზია, ჰარი ჰუმემელი, ისკრა კიროვა და ალექსანდრა სტიგლმაიერი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, რის შემდეგაც გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) პაველ შერემეტის სახელობის პრემიით ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწე პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაჯილდოება, რომელიც გადაეცემა მოლდოვის საგამოძიებო ჟურნალისტ ნატალია მორარსა და სომეხ აქტივისტ დავით პეტროსიანს. ღონისძიების შემდგომ გაიმართება დებატები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ფართო რეგიონზე და რომლებშიც ჩაერთვებიან მეცნიერები და მკვლევარები: ლეილა ალიევა, Internationales Forschungszentrum Kulturwissenschaften,ვენის ინსტიტუტი; მიხეილ ბენიძე - სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; დენის ცენუზა- ექსპერტ-გრუპი; ქეთევან ხუციშვილი- ღია საზოგადოება-საქართველო; ბექა კობახიძე- ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლა და ნათია კუპრაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიურ ასამბლეაზე განსახილველი საკითხებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მათ შორის პრესის თავისუფლება, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და უკრაინაში.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე