თურქეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში, ტრაპიზონის მახლობლად, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.
ახალი სამხედრო ობიექტი დასახლებული პუნქტის, სიურმენის რაიონში იქნება განლაგებული, რომელიც ტრაპიზონიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. არსებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე 400 სამხედრო განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ეს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რიგით მეცხრე ბაზა იქნება. ამჟამად, თურქეთს სამხედრო-საზღვაო ბაზები აქვს ხმელთაშუა ზღვაში, ეგეოსის ზღვაში, მარმარილოსა და შავ ზღვაში.