ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია.

„დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა.

სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს