კომპანია „ფაუერ ჩაინა/სინოჰიდრო“ საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს

კომპანია „ფაუერ ჩაინა/სინოჰიდრო“ საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში „სინოჰიდროს“ სპონსორობით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

9 დეკემბერს „სინოჰიდროს ქორფორეიშენ ლიმითედის“ სპონსორობით ინტეგრირებული კონცერტი „თანაბარი ხედვა-თანაბარი გარემო“ სასტუმრო „მერიოტში“ ჩატარდა. კონცერტის ორგანიზატორია ორგანიზაცია "ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის". ორგანიზაციის დირექტორი შორენა ტაბატაძე მადლობას უხდის „სინოჰიდროს“ ამ ღონისძიების სპონსორობისთვის, ვინაიდან ინტეგრირებული კონცერტის მიზანია პოპულარიზება გაუწიოს ყრუთა კულტურას, აჩვენოს ფართო საზოგადოებას, რომ ერთ სცენაზე თანაბარი პირობებით შესაძლებელია შშმ პირების და პროფესიონალი შემსრულებლების ერთად წარმოჩენა.

თავის მხრივ, „სინოჰიდროს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავს აქციებში მონაწილეობას „სინოჰიდრო“ კიდევ არაერთხელ მიიღებს.

“მოხარული ვარ იმით, რომ ეს ღონისძიება ასე კარგად ორგანიზებულია. ამ ღონისძიებას მეორედ ვატარებთ. ეს კომპანია უკვე რვა წელია, რაც საქართველოში მუშაობს. ამ რვა წლის განმავლობაში მოხარული ვართ ხალხს რომ ვეხმარებით და ვფიქრობ, ეს ღონისძიება ძალიან კარგია“-, აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ასევე, 10 დეკემბერს „ფაუერ ჩაინას“, სინოჰიდროს“ დედობილი კომპანიის წარმომადგენლები უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ მოსწავლეებს მათთვის საჭირო ნივთები მიუტანეს.

როგორც „ფაუერ ჩაინას“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ სკოლაში და სწორედ მათი საჭიროებიდან გამომდინარე მიიტანეს გარკვეული ნივთები, რომლებიც ბავშვებს სჭირდებოდათ.

მისივე თქმით, „სინოჰიდრო“ აღნიშნულ სკოლასთან მიმართებაში კიდევ აპირებს მსგავსი ღონისძიებების გაკეთებას. „პირველადაა, რომ ჩვენ ამგვარ ღონისძიებაში ვართ ჩართულნი. ჩვენ განვაგრძობთ უფრო მეტის გაკეთებას.

ჩვენ მოვინახულეთ ერთ-ერთი საკლასო ოთახი. შეგვიძლია სარემონტო სამუშაოები განვახორციელოთ. ეს ძველი სკოლაა, ჩვენ სამშენებლო კომპანია ვართ, შესაბამისად, შეგვიძლია ამის განხორციელება“,- განაცხადა „Power China“-ს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში.

„ფაუერ ჩაინა/სინოჰიდრო“ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და სხვებისთვის დახმარების გაწევას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

(R)