სოფო კილაძე - სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ათონელის რეზიდენციაში შედის

სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ათონელის რეზიდენციაში შედის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი სწორად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ათონელის რეზიდენციაში შედის. წინა რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილის დროსაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პრეზიდენტის რეზიდენციად. არ არის სწორი, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ არის პროპორციული იმ სასახლესთან, რომელშიც ის ცხოვრობს. ამიტომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი შედის ახალ რეზიდენციაში", - განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, კილაძის თქმით, აღნიშნული შენობა ერის ინტერესების შესაბამისად იქნება გამოყენებული.

"არ არის სწორი, რომ ამხელა სასახლე მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყოს გამოყენებული. შეგვიძლია გაცილებით დადებითი მიზნებისთვის გამოვიყენოთ", - განაცხადა კილაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს