თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია პარლამენტის თანამშრომლებმა პრაქტიკა გაიარონ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დღეს ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) მენეჯერს ვაშინგტონის ოფისიდან დავრონ მირსაგატოვს, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსს ჯეფ რენოს და ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისის დირექტორს ტიმ ბლაუველტს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარლამენტის აპარატის წევრების გადამზადების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნებს და პარლამენტის ახალ მანდატით აღჭურვას, როგორც საზედამხედველო ორგანოსი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთავრობის საქმიანობას. აქ ძალიან დიდია პარლამენტის თანამშრომლების როლი, რისთვისაც მნიშვნელოვანია მათი გადამზადება და პროფესიული განვითარება, იმისათვის რომ პარლამენტმა სრულფასოვნად შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი, საზედამხედველო ორგანოს ფუნქცია.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის ახალი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოების ჩართულობა. ასევე, აშშ კონგრესის კვლევითი ცენტრის გამოცდილების გაზიარება, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას გვთავაზობს.

ამერიკული საბჭოების აშშ ოფისის პროგრამის მენეჯერმა გამოხატა PFP პროგრამის გაფართოების შესახებ ინტერესი და მასში პარლამენტის თანამშრომელთა მეტი ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება, იმისათვის რომ მათ მიეცეთ საშუალება პრაქტიკა გაიარონ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაეცნონ სამუშაო პროცესს.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრების მხრიდან გამოითქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. განხილულ იქნა პროგრამის დაფინანსების რამდენიმე სცენარი და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობის შესაძლო გზები.

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია