პრემიერი - 1-ელი მარტიდან ლიზინგის და ფაქტორინგის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მუშაობა ლიზინგის და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება და მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ფინანსური ინსტრუმენტებით უფრო აქტიურად ისარგებლონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის კითხვას, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლიზინგის და ფაქტორინგის მიმართლებით ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლის 1-ელი მარტიდან შევა.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჭარბვალიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. რა თქმა უნდა, სოლიდარობის აქტი იყო ყველაზე პრინციპული და აღსრულების თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაბიჯი. დანარჩენი შეეხება ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ლიზინგის და ფაქტორინგის განვითარების ნაწილში. მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ლიზინგის და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო