თბილისში საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD ხელშეწყობით, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურების საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ ახალ სერვისებზე, რომლის დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება.

შეფასდა 2018 წლის შედეგები საკონსულო საქმიანობის ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნის დროს აწყდებიან. დაისახა სამომავლო გეგმები საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისდაცვის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა მიმდინარე წელს დამტკიცებული "საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესის" განხილვა და მონაწილეებისათვის კრიზის მართვისა და მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციაში მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურ დაცვას. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირთა როლზე და ამ მიმართულებით პრობლემის აღმოფხვრის მეთოდებზე.

ასევე, განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოქალაქეთა საკონსულო დაცვის, მათი ელექტრონული ონლაინ მომსახურების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები და სხვა საკონსულო ხასიათის პრობლემატიკა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო