ლაშა ჟვანია - რემონტის გამო პრეზიდენტი თავიდან ორბელიანის სასახლის  ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება და საპრეზიდენტო ფლიგელში მოგვიანებით გადავა

ინაუგურაციის დღეს თბილისში სალომე ზურაბიშვილი მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას სომხეთის პრეზიდენტი და ლიტვის სეიმის თავმჯდომარეები დაესწრებიან.

"თბილისში, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტი მიბრძანდება და მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს. ასევე პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების საფლავებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ზუსტად ვიცით, რომ ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი. ახლა მქონდა საუბარი ლიტვის საელჩოსთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე იქნება. ასევე სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან,"- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა საპრეზიდენტო ფლიგელის გარემონტებას შესაძლოა, კიდევ თვე-ნახევარი დასჭირდეს.

"ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფლიგელს, ამას შესაძლოა, თვე-ნახევარი დასჭირდეს. აქ მემგონი დაჩქარება საჭირო არ არის. პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელს ხომ არ გაკეთდება რემონტი? - ამის გამო არჩეული პრეზიდენტი ალბათ, ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდგომში გადავა საპრეზიდენტო ფლიგელში,"- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა