ფიქრია ჩიხრაძე - ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებას რომ არ გვეღელვა, შესაძლოა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაჩქარებულ ტემპში „გამძვრალიყო“

ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებას რომ არ გვეღელვა, შესაძლოა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი „გამძვრალიყო“ დაჩქარებულ ტემპში, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვღელავთ, რომ პროფესიონალებს არ დაემუქროთ საფრთხე. ჩვენ ვიბრძვით იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან მაღალი რანგის მოხელეებს წარმოადგენენ და ასეთი დამოკიდებულება მიუღებელი და დაუშვებელია. ტყუილად არ ვღელავთ, ჩვენ რომ არ გვეღელვა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ეღელვა, შესაძლოა, ეს კანონი ასე „გამძვრალიყო“ დაჩქარებულ ტემპში. იმედი მაქვს, რომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებიც ამ კუთხით შეხედავენ ამ თემასაც“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებას რომ არ გვეღელვა, შესაძლოა, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი დაჩქარებულ ტემპში "გამძვრალიყო" - ფიქრია ჩიხრაძე

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება