მოგზაურობა ინოვაციის სამყაროში - Lenovo-მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები წარმოადგინა

კომპანია Lenovo -მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები პარტნიორებს -დისტრიბუტორებს, საცალო ქსელების წარმომადგენლებს, სისტემურ ინტეგრატორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, 11 დეკემბერს, "რესპუბლიკაში" წარუდგინა.

„Lenovo ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი უახლესი მოდელები კი, ამის ნათელი მაგალითია. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში Lenovo ლიდერია მსოფლიო მასშტაბით, წამყვანი პოზიციები გვიჭირავს ასევე საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2011 წლიდან ვართ წარმოდგენილი და დღემდე ნოუთბუქების, პერსონალური კომპიუტერების და პლანშეტების ჩათვლით დაახლოებით 290 000 მოწყობილობა შემოვიტანეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიები და დავეხმაროთ ეფექტურად გადაჭრან ყოველდღიური ამოცანები“, - აღნიშნა ევგენი ტროცენკომ, Lenovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და ბელარუსში.

პრეზენტაციაზე მოსულმა სტუმრებმა თავად გამოსცადეს მოქნილი და თანამედროვე Yoga-ს, მძლავრი Legion-ისა და ყველაზე გამძლე ThinkPad მოდელების შესაძლებლობები.

ლეგენდარული ThinkPad, რომელიც უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით, ყველაზე გამძლე ნოუთბუქად არის აღიარებული, ThinkPad 1993 წლიდან მუშაობს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში - NASA! ვარდნის მძიმე შედეგებისგან იგი დაცულია სპეციალური შენადნობებით გამყარებული კორპუსით. ThinkPad 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo Thinkpad იმდენად სანდოა, რომ სერტიფიცირებულია აშშ-ს სამხედრო სტანდარტის ტესტებით, მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, „ტემპერატურული შოკი“, დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა და მტვერი. ყველაფერი ეს განაპირობებს მთავარს - მაღალ წარმადობას და კომფორტულ მუშაობას - ნებისმიერ პირობებში.

იმის დასადასტურებლად, რომ ThinkPad-ი ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება, პრეზენტაციის მსვლელობის დროს, Lenovo-ს წარმომადგენელმა ThinkPad-ით კაკალიც კი გატეხა, რის შემდეგაც ნოუთბუქს სითხე გადაასხა, ბოლოს კი ნოუთბუქზე ფეხით შედგა. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ThinkPad მოწყობილობა ჩაირთო და გამართულად ამუშავდა, რამაც, რა თქმა უნდა, სტუმრების გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

YOGA Book C930 - უნიკალური ახალი თაობის მოწყობილობაა - ულტრა თხელი და მსუბუქი, მსოფლიოში პირველი ყველაზე თხელი ნოუთბუქი, რომელიც ორი ეკრანით არის აღჭურვილი. ერთ-ერთი მათგანი ელექტრონული მელნის - E Ink-ის ტექნოლოგიით მუშაობს, აქვს მაღალი რეზოლუციის ქაღალდის მსგავსი ეკრანი, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ელექტრონული წიგნის სახით. ძირითადი 10.8“ IPS ეკრანი ბლოკნოტის, ხელით სახატავი პლანშეტის და ვირტუალური კლავიატურის ფუნქციებს ასრულებს. მე-7 თაობის Intel® Core™ პროცესორის წყალობით YOGA Book C930 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოუთბუქია პასიური გაგრილებით. 2K QHD ეკრანი, 2 დინამიკი და მაღალი ხარისხის Dolby Atmos® მოცულობითი ჟღერადობით გაძლიერებული ხმა ფილმის ყურების თუ მუსიკალური ტრეკების მოსმენისას რეალური დასწრების ეფექტს იძლევა. YOGA Book C930 - ის ეკრანი 360°-ით ტრიალებს. ამ ნოუთბუქით შეგიძლიათ კომფორტულად იკითხოთ, უყუროთ ვიდეოს ან იმუშაოთ მასზე სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას ან - დივანზე, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს.

„Lenovo ფოკუსირებულია საბოლოო მომხმარებელზე, გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის ინოვაციური ტექნოლოგიები და განსხვავებული პროდუქცია აქვს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილია სამი უახლესი მოდელი, მათ შორის YOGA Book C930. YOGA-ს ინოვაციური 2-1-ში მოწყობილობები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი წარმადობით და კომპაქტურობით. YOGA-ს ნოუთბუქები ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტს ანიჭებს მომხმარებელს მუშაობის ოთხი სხვადასხვა რეჟიმით: პლანშეტი, ტენტი, სტენდი და ლეპტოპი. საქართველოში ხელმისაწვდომია ასევე ნოუთბუქები YOGA 530 და YOGA 730.“ -განაცხადა Lenovo-ს საცალო გაყიდვების წარმომადგენელმა საქართველოსა და სომხეთში, ლევან მიმინოშვილმა.

LEGION აერთიანებს თანამედროვე დიზაინის და მძლავრ სათამაშო ნოუთბუქებს და შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს კომპიუტერული თამაშები, ასევე აფასებს ნოუთბუქის ძლიერ მახასიათებლებს და დიზაინს. ახალი LEGION ნოუთბუქი სახლის გასართობი ცენტრიცაა და სამუშაო მაგიდაზეც იდეალურად გამოიყურება, ამ ნოუთბუქით თავისუფლად შეგიძლიათ წაბრძანდეთ საქმიან შეხვედრაზე! პრეზენტაციაზე Lenovo-მ წარმოადგინა Legion-ის უახლესი მოდელები: Legion Y530 და Legion Y730.

Lenovo მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სანდო, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებს (სათამაშო ხაზის - Legion-ის და ცნობილი ბრენდების Think და Yoga-ს ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, მონაცემთა შენახვის სისტემებს, SmartTV სისტემებს, ასევე მობილურ პროდუქტებს სმარტფონების ჩათვლით, მათ შორის ბრენდს Motorola, პლანშეტებს და აპლიკაციებს.

კომპანია Lenovo – მსოფლიო ლიდერია სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. Lenovo-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ქვეყანაში 57 000 თანამშრომელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება მომხმარებელს, ქმნის პერსონალურ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რომლებიც შთააგონებენ და ეხმარებიან ადამიანებს განახორციელონ თავიანთი ყველაზე თამამი იდეები! Lenovo ფლობს მსოფლიო კლასის 46 ლაბორატორიას, მათ შორის კვლევით ცენტრებს იაპონიაში, აშშ-სა და ჩინეთში. 5000-ზე მეტი ინჟინერი, მკვლევარი და მეცნიერი მუშაობს კომპანიაში იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები და გადაწყვეტილებები.

(R)