გიორგი მარგველაშვილი - ამ ვითარებაში მესამე ძალის არსებობა შეუძლებელია, ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა კი არ მინდოდა

ამ პოლიტიკურ ვითარებაში, მესამე ძალის არსებობა ჯერჯერობით შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია და მაინც ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარება იქნებოდა.

„2 ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი - მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის. პიროვნულად არ მინდა ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს