„მიიღე მეტი საწვავისგან“- რომპეტროლ საქართველო ზამთრის კამპანიას იწყებს!

“მიიღე მეტი საწვავისგან!” - ამ სახელწოდებით რომპეტროლ საქართველო ერთგული მომხმარებლებისთვის სეზონურ კამპანიას იწყებს. წამახალისებელი გათამაშება დღეს, 13 დეკემბერს დაიწყო, სხვადასხვა პრიზებთან ერთად ყველაზე იღბლიანი გამარჯვებულები სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ქვეყნებში - ტაილანდსა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრებიან.

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა რომპეტროლის ლოიალობის ბარათის მფლობელებს შეეძლებათ. მომხმარებლები ყოველ 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შენაძენზე მიიღებენ 1 ელექტრონულ ბილეთს და შანსს პრიზების მოსაგებად.

„რომპეტროლი ყოველთვის ცდილობს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეთავაზების გარდა, მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება და დამატებითი კომფორტი შეუქმნას. ჩვენ ხშირად გვაქვს წამახალისებელი გათამაშებები, ამჯერად გათამაშება საახალწლო პერიოდს დავამთხვიეთ. გათამაშებაში გამოვლინდება 12 გამარჯვებული მომხმარებელი, ისინი შეძლებენ მოიგონ 5 ცალი GPS ნავიგატორი, 5 ცალი iPhone XR და მთავარი პრიზი - მოგზაურობის სრული პაკეტი, 2 კაციანი საგზური ტაილანდში და 2 კაციანი საგზური კუნძულ ბალიზე“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თეონა შალამბერიძე.

გათამაშების ბილეთების დაგროვება მომხმარებელს 13-დან 20 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება. გათამაშება 25 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება. მომხმარებლები გადაცემის პირდაპირი ტრანსლირების ყურებას Facebook live-ის მეშვეობით, რომპეტროლ საქართველოს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე შეძლებენ.

რომპეტროლის ერთგული მომხმარებლები გარანტირებულ საჩუქრებსაც მიიღებენ. გათამაშების ბილეთთან ერთად, პირველ 100 000 ლოიალობის ბარათის მფლობელს მანქანის არომატიზატორი გადაეცემა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ლოიალობის პროგრამის წევრი, ბარათის აღება ბენზინგასამართ სადგურებზე შეუძლიათ, რომელიც შემდგომ ვებგვერდზე - card.rompetrol.ge უნდა გააქტიურონ და გაატარონ საწვავის ჩასხმის დროს. ამავე ვებ გვერდზე მომხმარებლებს დაგროვილი ბილეთების რაოდენობის გადამოწმებაც შეეძლებათ. აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა კი მომხმარებლებს კომპანიის ვებგვერდზე: www.rompetrol.ge შეუძლიათ.

„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. გასულ წელს ჯგუფმა რეკორდული საოპერაციო და ფინანსური შედეგები აჩვენა, რითაც ის რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ დასახელდა.

(R)