თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საბავშვო ბაღებსა და  სკოლებთან ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გარდა, სხვა ნივთიერებები ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

„4 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე - 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.6-ჯერ, ხოლო ვარკეთილში - 2-ჯერ. 5 დეკემბერს - თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში -1.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.5-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.1-ჯერ. 6 დეკემბერს გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ. 7 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება კვლავ დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე - 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში - 1.3-ჯერ. 8 დეკემბერს - თბილისში მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე - 1.9-ჯერ. 9 დეკემბერს - ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.4-ჯერ, 10 დეკემბერს - თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 2.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.4-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ კონცენტრაციაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აეროპორტის დასახლება - სკოლა N76-ის, აეროპორტის დასახლება - ბაგა-ბაღი N12-ის, ლილოს დასახლება - სკოლა N168-ის და ლილოს დასახლება - სკოლა N107-ის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს