გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.

ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ისმაილოვი ნარკოზიდან გამოვიდა და შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ემილ ისმაილოვი საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით, მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღენიშნა გულის გაჩერება, სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მიცვალებული გადაასვენეს პროზექტურაში, როგორც ვიცით, ჩატარდა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება. ჩვენი თანამშრომლები - ექიმი და მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით თუ რამ გამოიწვია ეს ფატალური შედეგი“, - განაცხადა დავით გოგოძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.

ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ისმაილოვი ნარკოზიდან გამოვიდა და შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ემილ ისმაილოვი საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით, მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღენიშნა გულის გაჩერება, სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მიცვალებული გადაასვენეს პროზექტურაში, როგორც ვიცით, ჩატარდა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება. ჩვენი თანამშრომლები - ექიმი და მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით თუ რამ გამოიწვია ეს ფატალური შედეგი“, - განაცხადა დავით გოგოძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი