საკონსტიტუციო სასამართლომ კერძო დაცვის სამსახურების სარჩელი პარლამენტისა და შსს-ს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კერძო დაცვის სამსახურების სარჩელი პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია "კონკურენციის ცენტრმა" წარადგინა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განმარტა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2019 წლის ივლისიდან კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლს ვეღარ განახორციელებს.

მისი ინფორმაციით, კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც სახელმწიფო უწყებას ამ ფუნქციას ანიჭებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.

გიორგი სულხანიშვილის თქმით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მხრიდან მათი კონტროლის შესაძლებლობა ბაზარზე ქმნიდა არაკონკურენტუნარიან გარემოს და მათ აყენებდა არათანაბარ მდგომარეობაში.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, სადაო ნორმები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას განეხორციელებინა კერძო დაცვითი საქმიანობა ასევე სხვა კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ორგანოს მიერ ორი ფუნქციის განხორციელება ქმნიდა ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს და შესაბამისად ხსენებული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან",- აცხადებს გიორგი სულხანიშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ