კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის შენობაში შიმშილობას აგრძელებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მთავარი პროკურატურის შენობაში ზვიად გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები შიმშილობის საპროტესტო აქციას განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარმოადგინოს სამუშაო გეგმა, თუ რას აპირებს ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასდის.

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სამართლებრივი პასუხი არ არის, ის შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტსაც. შესაბამისად, მივმართავთ მთავარ პროკურორს, რომლისგანაც გვაინტერესებს, რას აპირებს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, რადგან 4 ნოემბერს პირადად თადუმაძისადმი მიწერილ წერილზე პროკურატურისგან მომივიდა პასუხი, რომ პროკურატურას არანაირი სტრატეგია არ გაჩნია ხანდაზმულობის ვადასთნ დაკავშირებით და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისადო. ყველაზე მთავარი მოწმე, რომელიც მინიმუმ შვიდი წელია საქმეში ფიგურირებს, ეს არის იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობისას სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სპეცდანიშნულების ჯგუფი „ალფას“ შტაბის უფროსი, ეს პიროვნება უშუალოდ ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ გამსახურდიას ლიკვიდაციას, ეს ფიქსირდება საქმის მასალების სხვადასხვა წყაროებიდან. ყოველთვის ვითხოვდი ამ ადამიანის დაკითხვას და დაკითხეს 2018 წლის 16 ნოემბერს. ანუ რეალურად დაკითხეს გამოძიების შეწყვეტამდე თვენახევრით ადრე. როგორც ადვოკატი არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, თუმცა როდესაც თვენახევრით ადრე კითხავ ასეთ მნიშვნელოვან მოწმეს, დროც აღარ რჩება, რომ გადაამოწმო ჩვენების დამაჯერებლობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ოთახი, სადაც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ, პროკურატურამ დაკეტა და ისინი ახლა მისაღებში შიმშილობენ.

„მე, როგორც ადვოკატმა მოვითხოვე შინაგანაწესი, მოქალაქეთა მისაღებად თუ რომელი ოთახი უნდა იყოს ღია და რა რეგლამენტი არეგულირებს ამას, რაზეც მითხრეს, რომ ეს გასარკვევია პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსთან. სამუხაროდ, ის შაბათ-კვირას არ მუშაობს. ცხადია, რომ ახლა მასთან დაკავშირება შეუძლებელია. თუმცა, მთავარი ეს არ არის, რეალურად მზად ვართ, რომ თუ საერთოდ გაგვაძევებენ ოფისიდან ქუჩაში გაგრძელდეს საპროტესტო აქცია“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ