ხატია დეკანოიძე  - ჩაკეტილია გომბორი, ყვარელი და ახლა აქ ჩაგვიკეტეს - ახლა ფეხითაც არ გვიშვებენ

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოფელ ველისციხესთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პოლიციამ თელავამდე მისასვლელი ყველა გზა გადაუკეტათ და ამის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.

„კუპატაძეს პასუხი არ აქვს, გზა რატომ გადაკეტეს. კანონზე მე მელაპარაკება და მე მიხსნის, კანონიერი უფლება გვქონდაო. სრული სისულელე! აგონიაში არიან, თელავამდე 40 კილომეტრი დარჩა და უბრალოდ, არ გვიშვებენ. ჩაკეტილია გომბორი, ყვარელი და ახლა აქ ჩაგვიკეტეს. ყველაზე მთავარი, ახლა ფეხითაც არ გვიშვებენ. სრული უკანონობაა, ასეთი არსად არაფერი არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი განუკითხაობაა, რომ ადამიანებს კანონიერი უფლება აქვთ წყნარად და მშვიდად, გააპროტესტონ და რეალურად, არ უშვებენ. გაფრთხილებულები არ ვიყავით, ჩვენ დავაანონსეთ აქციის გამართვა, მოვდიოდით ჩვეულებრივად, წყნარად, მშვიდობიანად. მოქალაქეებიც დგანან აქ და არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავდნენ. სამი ავტობუსი წინ დგას, აქ პატარა მანქანები დგას. ფეხითაც არ გვიშვებენ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელებას სთავაზობენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია