გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს

შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს.“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით მთავრობაში განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისათვის წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, დაზვერვის სამსახურის უფროსი.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ