ლევან კობერიძე - „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციები მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის არ არის საინტერესო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციები. ასე ეხმაურება კობერიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციებს.

„საინტერესო არის ის, რომ გუშინ შედგა ინაუგურაცია, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია - ეს არის დღის წესრიგი და არა ის, თუ რა აქციას მართავს წარსულში ჩარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად არ აქვს იმის რესურსი, რომ ქუჩებში აქციები მოაწყოს.

"ეს დაადასტურა ბევრმა აქციამ, დაადასტურა ასევე მათმა ქმედებამ გუშინ. იმის გამო, რომ მცირე რიცხოვნობით იყვნენ წარმოდგენილი, თავიანთი არასაქართველოს მოქალაქე უფროსის დავალებებს ამართლებენ და ასრულებენ. ამ ადამიანმა(სააკაშვილი) ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა, ალბათ მის წინაშე უნდა დააფიქსირონ, რომ ქუჩებშიც გავიდნენ, ალბათ რესურსებიც იხარჯება. ეს შთაბეჭდილება მრჩება მე. ეს აქციები, საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის", - აღნიშნა კობერიძემ.

რაც შეეხება გუშინ, კახეთში განვითარებულ მოვლენებს, კობერიძე მიიჩნევს, რომ მოუხედავად სტატუსისა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„მე მგონია, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობა" ოპერირებდა მთელი თავისი ბუნებით და ხასიათით. მე ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებას, რომ მიუხედავად თანამდებობისა და სტატუსისა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს იმას, რაც იქ ვიხილეთ. რომ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რაც იყო ქალი დეპუტატების მანქანაზე თავდასხმა, ეს ასახავს რა იყო გუშინ მათი სულისკვეთება", - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ მისი რაიმე უფლება დაირღვა, შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ