საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზღვისუბნის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულიას ქუჩის მაცხოვრებლებს.12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, გრიშაშვილის, საბატონოს, წითლანაძის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 “დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, მებაღეობის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, გამრეკელის, საბურთალოს, ბაგრატიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო