ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წევრებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

ევროპატლამენტის წევრს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორ კაროლ ადამ კარსკისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორ ელზბიეტა კარსკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე პროფესორმა კაროლ ადამ კარსკიმ და ელზბიეტა კარსკამ სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექცია თემებზე: ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო” და ,,განათლების სფეროს განვითარების მნიშვნელობა ევროინტეგრაციის გზაზე”.

შეხვერდას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, რომელმაც ასევე მიმართა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, ხაზი გაუსვა საქართველოს და პოლონეთის უნივერსიტეტების ერთამენთთნ დაახლოებისა და ქართველი სტუდენტების ევროპის სტრუქტურებში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის საკითხებს. კმაყოფილება გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მომავალი წლიდან ევროპარლამენტს უშუალოდ გაეცნონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, მიულოცა პროფესორ კაროლ ადამ კარსკისა და პროფესორ ელზბიეტა კარსკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება.

ღონისძიების დასასრულს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა, კაროლ ადამ კარსკისა და ელზბიეტა კარსკას საპატიო დოქტორის დიპლომები გადასცა.

რექტორმა აღნიშნა, რომ კაროლ ადამ კარსკისა და ელზბიეტა კარსკას თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან, კერძოდ, მათი აკადემიური აქტივობა, არსებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშნელოვანი კონტრიბუციაა უნივერსიტეტის განვითრებაში და მომავალში კიდევ უფრო მეტად ღირებულ წვლილს შეიტანს როგორც უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების საკითხში, ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ევროპული ღირებულებების დამკვიდრებაში.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო