რუსთავის სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თემურ აბაზოვი, რომელიც პატიმრობიდან 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ 13 დეკემბერს გაათავისუფლეს.

დღევანდელ სხდომაზე, მოწმის სახით სასამართლოს მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები იკითხებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე თემურ აბაზოვმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს