ტერაბანკი ახალი, პერსონალიზებული საბანკო მომსახურების შეთავაზებას იწყებს

ტერაბანკმა მომხმარებლებს პერსონალიზებული საბანკო მომსახურების სრულიად ახალი, განსხვავებული ბრენდი „სელექტი“ წარუდგინა.

„სელექტი“ პერსონალიზებული საბანკო მომსახურებაა, რომელიც ექსკლუზიური, კომფორტული სერვისებისა თუ პირობების გარდა, მომხმარებლებთან ურთიერთობის გამორჩეულ სტანდარტს ქმნის. ბრენდი მათ მომსახურებებსა და პროდუქტებს კონკრეტული, ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პერსონალურ ბანკირებთან ერთად, „სელექტის“ მომხმარებლებს ინტერესების მენეჯერიც ეყოლებათ. ისინი კლიენტების სურვილებს დაწვრილებით შეისწავლიან და შემდეგ მათ პერსონალიზებულ შეთავაზებებს შეურჩევენ. შესაბამისად, ყველა მომხმარებელი სწორედ მასზე მორგებულ, უნიკალურ და რეალურად ღირებულ შეთავაზებას მიიღებს.

“თანამედროვეობაში ბანკი უბრალოდ მომსახურება აღარ არის. მასთან კომუნიკაცია უკვე იქცა პროგრესულ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობად, რომელიც თითოეულ ადამიანსა და მის ინტერესს პერსონალიზებულად ითვალისწინებს. „სელექტის“ შეთავაზებით, ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლები და მათი სურვილები სრულყოფილად გავიცნოთ, რათა პერსონალური საბანკო მომსახურება არა მასობრივი პროდუქტი, ან რომელიმე სეგმენტზე მორგებული, არამედ რეალურად პერსონალიზებული, უნიკალური და ექსკლუზიური სერვისი იყოს. ვფიქრობთ, რომ „სელექტი“ პერსონალური საბანკო მომსახურების ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს, კიდევ უფრო დაუახლოვდება მომხმარებლებს და მათ საუკეთესო გამოცდილებას შეუქმნის“, - აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

ტერაბანკი „სელექტის“ სერვისებს მომხმარებლებს 2019 წლიდან შესთავაზებს და მათ გამრავალფეროვნებას ეტაპობრივად გააგრძელებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს