გალფი აგრძელებს ფასების კლებას საწვავზე

გალფი აგრძელებს ფასების კლებას საწვავზე

გალფის ქსელში საწვავის ფასი 10 თეთრამდე შემცირდა. ფასი შემცირდა ყველა პროდუქტზე, რისი შესაძლებლობაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლებამ განაპირობა.

გარდა ამისა, გალფის ქსელში Gulf Club-ის წევრებისთვის მოქმედებს ფასდაკლების აქცია რაც G-Force-ის საწვავებზე კიდევ დამატებით -10 თეთრამდე ფასდაკლებას გულისხმობს.

“კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას რათა საუკეთესო ფასი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს” - აცხადებენ კომპანიაში.

(R)