კასპში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

კასპში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, დღეს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, შემდგომში კი საპატიო მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა. მას 55 წელი შეუსრულდებოდა.

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი. დღეს კი, კასპში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის, გოჩა კობაურის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მის მშობლიურ სოფელში, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ მერებაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლეონიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, უწყების თანამშრომლები, ტარიელ შარიფაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამებრძოლები და თანასოფლელები. მათ სამშობლოსთვის გმირულად დაღუპული მებრძოლის ბიუსტი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სასულიერო პირმა კი მის საფლავზე, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება