სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის „შეიძინე ქართული ნაწარმი“ პრეზენტაცია გაიმართება

სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (სანაპიროზე) 25 დეკემბერს, პროექტის „შეიძინე ქართული ნაწარმი“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის საინიციატივო–საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეროვნულ–ქრისტიანული მოძრაობის ლიდერმა გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა. ამ მიზნით ისინი პრეზენტაციაზე ყველა დაინტერესებულ მეწარმეს და პირს იწვევენ. ანდრიაძის თქმით, პრეზენტაციაზე მისულ ქართველ მეწარმეებს სპეციალური ლოგოთი სავაჭრო ნიშნებს გადასცემენ – „ქართული ნაწარმი ჩვენი საქართველოსთვის“. აღნიშნულით კი მეწარმეები აქციას შეუერთდებიან და თავის პროდუქტს დაადებენ.

„შეიძინე ქართული ნაწარმი“ ეს არის პროექტი, რომელიც გვინდა, რომ სახალხო მოძრაობაში გადაიზარდოს. მას არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის პროექტი საქართველოს მოქალაქის გაძლიერებისთვის. ასე გაძლიერდა და შეიქმნა ევროპა. ასე გაძლიერდა და აღდგა ნანგრევებიდან თავის დროზე გერმანია, ასე გათავისუფლდა ინდოეთი. თითოეული ქართველი, თუკი აქვს ამის სურვილი, შეიძენს საქართველოში დამზადებულ საკვებ პროდუქციას. თუ ჩვენ ამ აქციას ზეპარტიულ დონეზე ავიყვანთ, ჩვენ გავზრდით საქართველოს ბიუჯეტს და თითოეული ქართული ოჯახის შემოსავალს. წინასაახალწლოდ, წინასაშობაოდ საჭიროა ასეთი ინიციატივები წამოვიწყოთ, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააერთიანებს“, – განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად პატრიარქის აღსაყდრების დღეს მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება