“სინერჯი კაპიტალმა“ „ქარელის ხილთან“ და „ჩაიმანიასთან“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

კომპანია „სინერჯი კაპიტალისა“ და „ქარელის ხილის“ პარტნიორებს შორის დამფუძნებელთა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

დღესვე, „სინერჯი კაპიტალმა“ გააფორმა დამფუძნებელთა შეთანხმება ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელ „ჩაიმანიასთან“.

როგორც კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ განმარტავენ, პოტენციალის მკაფიო ხედვიდან გამომდინარე, „სინერჯი კაპიტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო „ქარელის ხილში“, რომელიც დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე ფლობს 20%-ს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით.

„ქარელის ჩირის“ ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით. დღეიდან „სინერჯი კაპიტალის“ გადაწყვეტილებით, მაღალი ხარისხის ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელი „ჩაიმანია“, მისი პორტფელური კომპანია გახდება. დღეს კომპანია „ჩაიმანია“ წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში.

„სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული კომპანიის მიზანია ბაზარზე მოძებნოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ძალიან სწრაფად გაიზარდონ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში და დაეხმაროს მას სისტემურ და ინსტიტუციონალურ განვითარებაში.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ ექსპორტის ბაზრებზე, იმპორტის ბაზრების ჩანაცვლებაზე და მოვახერხოთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქსელი განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ ორ კომპანიაში ჩვენი კომპანია შედის წილობრივი მონაწილეობით და დაიწყება ინსტიტუციონალური განვითარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე კომპანიას აქვს პოტენციალი, გაიზარდოს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში 5-ჯერ და მეტჯერ და სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ორივე კომპანიას ძალიან ღირებული პროდუქცია აქვს. ჩირი, რომელსაც „ქარელის ხილი’“ უშვებს, არის ძალიან მაღალი ხარისხის. მიზანი იქნება, რომ განვითარდეს როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე ექსპორტზე გავიდეს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანია „ქარელის ხილის“ დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, დღეს მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც „ქარელის ხილში“ შემოდის კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ და ის აქციონერი ხდება. ხდება ასევე კაპიტალის დამატებით 200 ათასი დოლარით გაზრდა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ვაპირებთ შევქმნათ ახალი პროდუქცია, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი კომპანიის განვითარებას“, - აღნიშნა კვირიკაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ მმართველი პარტნიორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადებით, შეთანხმება გაფორმდა ორ ძალიან კარგ კომპანიასთან.

“ორი კარგი კომპანია ემატება ჩვენს პორტფელს და ვიწყებთ მათ ძალიან აქტიურ განვითარებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, კომპანიები შემდეგ 3 წელიწადში სულ მცირე 3-ჯერ გაიზრდება და გაახარებს თავის ქართველ მომხმარებელს“, - განაცხადა ტოლიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სინერჯი კაპიტალმა" "ქარელის ხილთან" და "ჩაიმანიასთან" პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

“სინერჯი კაპიტალმა“ „ქარელის ხილთან“ და „ჩაიმანიასთან“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

კომპანია „სინერჯი კაპიტალისა“ და „ქარელის ხილის“ პარტნიორებს შორის დამფუძნებელთა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

დღესვე, „სინერჯი კაპიტალმა“ გააფორმა დამფუძნებელთა შეთანხმება ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელ „ჩაიმანიასთან“.

როგორც კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ განმარტავენ, პოტენციალის მკაფიო ხედვიდან გამომდინარე, „სინერჯი კაპიტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო „ქარელის ხილში“, რომელიც დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე ფლობს 20%-ს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით.

„ქარელის ჩირის“ ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით. დღეიდან „სინერჯი კაპიტალის“ გადაწყვეტილებით, მაღალი ხარისხის ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელი „ჩაიმანია“, მისი პორტფელური კომპანია გახდება. დღეს კომპანია „ჩაიმანია“ წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში.

„სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული კომპანიის მიზანია ბაზარზე მოძებნოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ძალიან სწრაფად გაიზარდონ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში და დაეხმაროს მას სისტემურ და ინსტიტუციონალურ განვითარებაში.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ ექსპორტის ბაზრებზე, იმპორტის ბაზრების ჩანაცვლებაზე და მოვახერხოთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქსელი განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ ორ კომპანიაში ჩვენი კომპანია შედის წილობრივი მონაწილეობით და დაიწყება ინსტიტუციონალური განვითარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე კომპანიას აქვს პოტენციალი, გაიზარდოს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში 5-ჯერ და მეტჯერ და სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ორივე კომპანიას ძალიან ღირებული პროდუქცია აქვს. ჩირი, რომელსაც „ქარელის ხილი’“ უშვებს, არის ძალიან მაღალი ხარისხის. მიზანი იქნება, რომ განვითარდეს როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე ექსპორტზე გავიდეს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანია „ქარელის ხილის“ დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, დღეს მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც „ქარელის ხილში“ შემოდის კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ და ის აქციონერი ხდება. ხდება ასევე კაპიტალის დამატებით 200 ათასი დოლარით გაზრდა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ვაპირებთ შევქმნათ ახალი პროდუქცია, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი კომპანიის განვითარებას“, - აღნიშნა კვირიკაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ მმართველი პარტნიორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადებით, შეთანხმება გაფორმდა ორ ძალიან კარგ კომპანიასთან.

“ორი კარგი კომპანია ემატება ჩვენს პორტფელს და ვიწყებთ მათ ძალიან აქტიურ განვითარებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, კომპანიები შემდეგ 3 წელიწადში სულ მცირე 3-ჯერ გაიზრდება და გაახარებს თავის ქართველ მომხმარებელს“, - განაცხადა ტოლიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სინერჯი კაპიტალმა" "ქარელის ხილთან" და "ჩაიმანიასთან" პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო