ვფიქრობ, რომ დასახელებულ ადამიანებს შორის ყველას აქვს გამოცდილება, კვალიფიკაცია და საინტერესო კანდიდატები არიან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას არ ეგულება კანდიდატი, რომელსაც აბსოლუტური მხარდამჭერა ექნება.
"დაველოდოთ პროცედურების დასრულებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მკაფიოდ საუბარი კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით. მე არ მეგულება არცერთი კანდიდატი, რომელსაც აბსოლუტური მხარდამჭერა ექნება ყველას მხრიდან. ამიტომ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და საფუძვლიანი. ვფიქრობ, რომ დასახელებულ ადამიანებს შორის ყველას აქვს გამოცდილება, კვალიფიკაცია და საინტერესო კანდიდატები არიან," - აღნიშნა ბესელიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"