„პირადი სივრცე“ - წიგნში ასახული საცხოვრებელი კომპლექსის - „მწვანე ალმასის“ ამბები

ახალგზარდა ქართველი მწერლის თეკლა იორდანიშვილის წიგნმა „პირადი სივრცე“ წელიწადნახევრის განმავლობაში, ბლოგის სახით, სოციალურ ქსელში ბევრი მკითხველის გულის მოგება მოასწრო, თუმცა 3 თვის წინ გარკვეული ფრაგმენტების მკითხველისთვის ვებგვერდების საშუალებით გაშუქება შეწყდა, რამაც საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი შექმნა და ამით ხელი შეუწყო გაყიდვების სტიმულირებას, ვინაიდან წიგნიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ემსახურება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

წიგნში ასახული ამბები ,,მაქრო ქონსთრაქშენის” პროექტ საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ალმასში“ ვითარდება და მთავარი მოქმედი გმირი სრულიად განსხვავებულ სამყაროს აჩვენებს მკითხველს იქ შექმნილი გარემოს მეშვეობით.

ახალგაზრდა მწერლის პირველი ბეჭდური წიგნის პრეზენტაციას რესტორანი „დაინჰოლი“ მასპინძლობდა, ხოლო პროექტის ავტორი კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენია”. პრეზენტაციაზე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსა შამუგიამ განაცხადა, რომ ეს ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ მორიგი სოციალური პროექტია, რომელიც დაეხმარება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო დედა თინათინი, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, რომელმაც განმარტა, რომ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდმა წელიწადმა და საკუთარ შვილზე გამოვლილმა მძიმე დაავადებამ აუცილებლობად აქცია ის, რომ ასეთი დაავადების მქონე მოზარდებს და მათ ოჯახებს შეუქმნას ისეთი პირობა, რომელიც შეუწყობს ხელს მათი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გამოჯანმრთელებას.

რაც შეეხება „მწვანე ალმასს“, კომპლექსი საერთო ჯამში 70000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული, რომელიც სპეციალურად მაქსიმალურად გამწვანებულ გარემოში, ბუნებასთან ახლოს, ქალაქის დაძაბული რიტმისგან მოშორებით და კომფორტის ყველა ელემენტის გათვალისწინებით სთავაზობს მომხმარებელს თავისი სპროტული მოედნებით, სარბენი და სასეირნო ბილიკებით, აუზითა და კომერციული ფართებით, საცხოვრებლად გამზადებულ ტერიტორიას.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო