გიორგი გახარია უკრაინის რამდენიმე მოქალაქის არშემოშვებაზე - მათ ვერ დავარქმევდი „ბოევიკებს“, ხამამაღალი დასახელებაა, თუმცა ყველა იყო ძალზე სპეციფიური გამოცდილების ადამიანი

იძულებული გავხდით ქვეყანაში არ შემოგვეშვა იმ მომენტში ქვეყნისთვის არასასურველი და სპეციფიური გამოცდილების მქონე 14 ადამიანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარია გამოეხმაურა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მიერ დასმულ საკითხს, ე.წ. უკრაინელი ბოევიკების ქვეყანაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

“მე მათ ვერ დავარქმევდი „ბოევიკებს“, ძალიან ხამამაღალი დასახელებაა. თუმცა ყველა იყო ძალზე სპეციფიური გამოცდილების მქონე ადამიანი. ერთი რამ მინდა გითხრათ, სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთეს დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებითი მოქმედება, რომ იძულებული გავხდით ქვეყანაში არ შემოგვეშვა მსგავსი პროფილის ქვეყნისთვის იმ მომენტში არასასურველი, სპეციფიური გამოცდილების და ცოდნების ადამიანები და ასეთი პიროვნება იდენტიფიცირებული იყო 14. მცდელობები იყო იგივე პირების მხრიდან კვლავ საზღრებიდან შემოსვლის, თუმცა ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვართ და ამაზე მეტი საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს